Amazon Prime-მა გულშემატკივრებს სიურპრიზი მოუწყო და ფილმი „მოგზაურობა ამერიკაში“ 1 დღით ადრე გამოუშვა.
როგორც იქნა საზოგადოებამ ყველასათვის საყვარელი ფილმის მეორე ნაწილი 30 წლის შემდეგ იხილა. ამჯერად ედი მერფისა და არსენიო ჰოლის გმირები ამერიკაში დაკარგული მემკვიდრის მოსაძებნად მიემგზავრებიან.
ყველასათვის მოულოდნელად, ფილმი კრიკიტის ქარ-ცეცხლში გაეხვია. ზოგიერთი თვლის, რომ მეორე ნაწილი ორიგინალის გადამეორებაა სექსისტური და მოძველებული ხუმრობებით.
„სექსისტური და მოძველებული ხუმრობები“, „ერთი და იგივე ხუმრობები“, „პირველი ფილმის გამეორებაა“, – ასე აფასებენ ფილმს.