პარიზმა მაღალი მოდის კვირეულს უმასპინძლა. ის „სკიაპარელის“ შთამბეჭდავი ჩვენებით გაიხსნა, რომელსაც კრეატიული დირექტორი, დენიელ როუზბერი ხელმძღვანელობს.
ტრადიციულად, შოუს უამრავი ვარსკვლავი დაესწრო, თუმცა, განსაკუთრებული ყურადღება 35 წლის ტეიანა ტეილორმა მიიპყრო.
მსახიობი და არტისტი, რომელიც ახლახან „ოსკარზე“ „საუკეთესო მეორეხარისხოვანი ქალის“ როლის ნომინაციაზე ფილმისთვის, „ბრძოლა ბრძოლის შემდეგ“ წარადგინეს, თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა.
მან წითელ ხალიჩაზე შავი, გამჭვირვალე, მაქმანიანი კაბა მოირგო, რომელიც კლასიკურ, მკაცრი სილუეტის გრძელ მანტოს შეუხამა. „ლუქს“ პლატფორმიანი ფეხსაცმელი და გვირგვინი ასრულებდა.
„შეეგებეთ ახალ დედოფალს!“, – ასე შეაფასეს მსახიობის გამოჩენა „სკიაპარელის“ ჩვენებაზე.