39 წლის ბიონსესა და „ადიდასის“ კოლაბორაცია საოცრად წარმატებული გამოდგა. არტისტი საკმაოდ აქტიურადაა Ivy Park-ის სარეკლამოა კამპანიებში ჩართული.
ფოტო: ყველაზე პიკანტური ფოტო „ადიდასისა“ და ბიონსეს ბრენდის ახალი კოლექციიდან
ამჯერად ბიონსემ „ინსტაგრამზე“ ახალი კოლექციის რეკლამის „თიზერი“ გაავრცელა. ცეცხლოვან ვიდეოში როდეოს ელემენტებია გამოყენებული. ვარსკვლავს სომბრერო ახურავს, ხან ტყავის ტანისამოსშია გამოწყობილი, ხანაც „ადიდასის“ ბოდესა და ჯინსის ქურთუკში. ის ძალიან პიკანტურად გამოიყურება. ცნობისთვის, ახალი კოლექცია გაყიდვაში 20 აგვისტოს ჩაეშვება.