ტოდ ფილიფსის ახალი „ჯოკერის“ პრემიერა ამჯერად დიდ ბრიტანეთში შედგა. წითელ ხალიჩაზე სამსახიობო ქასთი სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი, თუმცა ცხადია, განსაკუთრებული ყურადღება „ჰარლი ქუინის“ როლის შემსრულებელმა, ლედი გაგამ მიიპყრო.
ის პრემიერაზე საქმროსთან, მაიკლ პოლანსკისთან ერთად მივიდა და მას გვერდიდან არ შორდებოდა. ამ დღეს ლედი გაგას ალისფერი, საოცრად პომპეზური კაბა ამშვენებდა.
სიყვარულით ვენეციიდან – შეყვარებული ლედი გაგა საქმროსთან უბედნიერესია