მარგო რობი მშობიარობის შემდეგ წითელ ხალიჩაზე პირველად გამოჩნდა. ვარსკვლავი თავისი ახალი ფილმის, „დიდი, მამაცი და ლამაზი მოგზაურობა“ პრემიერას ესწრებოდა. მას თან ახლდა კოლეგა, კოლინ ფარელი, თუმცა ყველას მზერა მხოლოდ 35 წლის მარგოსკენ იყო მიპყრობილი.
მარგომ Armani Privé-ის 2025 წლის გაზაფხულის კოლექციიდან შთამბეჭდავი, „შიშველი კაბა“ მოირგო, რომელიც ფერადი ქვებით იყო მორთული. მის „ლუქს“ ბრილიანტის საყურეები და Aquazzura-ს ვერცხლისფერი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი დასრულდა.
გასეირნება ვაჟთან, მეუღლესთან და დედამთილთან ერთად – მარგო რობი მშობიარობის შემდეგ პირველად გამოჩნდა





