„ეს დღე ჩვენია“ – ამ სახელწოდებით თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ანრი ჯოხაძის სოლოკონცერტი გაიმართა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა, მომღერალმა ცნობილი ქართველი კომპოზიტორების მუსიკალური შედევრები შეასრულა.
კონცერტში მონაწილეობდნენ მომღერლები: ეკა კახიანი, მაია ჯაბუა, მაგდალენა ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, თამარ გვერდწითელი, თემურ თათარაშვილი, შაბან მამედოვი, ოთო ბაზერაშვილი, ნიკოლოზ ხარატი, ასევე, ახალგაზრდული კაპელა მეკო ქავთარაძის ხელმძღვანელობით, ორკესტრი გიორგი ვართანოვის ხელმძღვანელობით, ბენდი ლაზარე ადამიას ხელმძღვანელობით, გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი ნინო წიკლაურის ხელმძღვანელობით.
✨❤„საქართველოო ლამაზო“ – ანრი ჯოხაძისა და შაბან მამედოვის შესანიშნავი შესრულება ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ვიდეო: ninonadiradze #fortunage
Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Monday, May 26, 2025
😊❤ „მრავალჟამიერ“ – თამარ გვერდწითელისა და ანრი ჯოხაძის უბადლო ნამღერმა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი დაამშვენა ვიდეო: maritamelikishvili #fortunage
Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Monday, May 26, 2025
🎶 ანრი ჯოხაძემ სოლო კონცერტზე ნიკოლოზ ხარატთან და ოთო ბაზერაშვილთან ერთად იმღერა🎶 „შეუდარებელი ანრი და საოცარი ბავშვები“ – ანრი ჯოხაძემ სოლო კონცერტზე ნიკოლოზ ხარატთან და ოთო ბაზერაშვილთან ერთად „საქართველოს მანანებო“ იმღერა ვიდეო: 1samshoblo #fortunage
Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Monday, May 26, 2025
კონცერტის დასრულების შემდეგ, ანრიმ გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც გულშემატკივარს დიდი მადლობა გადაუხადა:
„უბრალოდ, მინდა, ერთი წუთით მადლობა გადაგიხადოთ.
თქვენი სიყვარული, მხარდაჭერა, თქვენი კეთილი შეტყობინებები – ისინი სიტყვებით გადმოცემაზე მეტს ნიშნავს.
ყოველი მოწონება, კომენტარი, გაზიარება და წამახალისებელი სიტყვა მამაღლებს და მახსენებს, თუ რატომ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ…“