ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელს, ირინა შეიკს 39 წელი შეუსრულდა. ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ ეგზოტიკური კუნძულიდან შთამბეჭდავი ფოტოები და ვიდეოები გაუზიარა გამომწერებს.
რამდენიმე საათის წინ კი უკვე ფოტოები ნიუ-იორკის ქუჩებიდან გავრცელდა. იუბილარი პაპარაცებმა უზარმაზარი თაიგულით ხელში გადაიღეს. თუ ვინ არის შეიკის ინკოგნიტო თაყვანისმცემელი, რომლისგანაც მან ორი უზარმაზარი ვარდისფერი ვარდების თაიგული მიიღო, ჯერჯერობით უცნობია.
ამ დღეს შეიკს შავი, სადღესასწაულო კაბა ამშვენებდა, მის „ლუქს“ კი „ერმესის“, ნიანგის ტყავის ჩანთა ასრულებდა.
გამჭვირვალე სადღესასწაულო კაბა და მოსაცმელი – ირინა შეიკი ყურადღების ეპიცენტრშია