LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ყველანაირ ფორმაში იდეალური – 61 წლის ბრედ პიტის უახლესი გამოჩენა ახალი ფილმის გადაღებებზე

155
page

„ფორმულა 1“– ის ხმაურიანი პრემიერიდან სულ რამდენიმე კვირაში, ბრედ პიტი ახალი ფილმის გადაღებებს შეუდგა.

მედიაში უკვე გამოჩნდა ფილმის „კლიფ ბუთის თავგადასავალის“ გადასაღები მოედნიდან პირველი ფოტოები, რომელშიც 61 წლის პიტი კვლავ ბუთის საკულტო იმიჯითაა წარმოდგენილი.

ამჯერად მრავალფეროვანი ფოტოების სერიას მსახიობს „ფან-გვერდი“ ავრცელებს. დაგვეთანხმებით, რომ მსახიობი, რომელმაც თავისი პირველი „ოსკარის“ ჯილდო სწორედ „ერთხელ ჰოლივუდში“ მონაწილეობისთვის მიიღო, შეუდარებლად გამოიყურება ახალი იმიჯით.

ცნობისთვის, ახალ ფილმში მოქმედება ფილმის „ერთხელ ჰოლივუდში“ სიუჟეტიდან რვა წლის შემდეგ ვითარდება. ფილმის რეჟისორი დევიდ ფინჩერია. „ქასთში“ ისეთ მსახიობებს ვხვდებით, როგორებიც არიან: ელიზაბეტ დებიკი, სკოტ კაანი, იაჰია აბდულ-მატინი და კარლა გუჯინო.

აჩეჩილი ქერა თმა, ულვაში და ყვითელი პერანგი – 61 წლის ბრედ პიტი ახალი ფილმის გადაღებებზე

ფოტო/ვიდეო: ამჯერად ინეს დე რამონის გარეშე – ბრედ პიტის გასაოცარი მოგზაურობა ტოკიოში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები