გასულ კვირას, ლეგენდარულ პოპ-ვარსკვლავ მადონას 62 წელი შეუსრულდა. მუსიკოსმა საიუბილეო თარიღი შვილებთან და შეყვარებულთან, 26 წლის აჰლამალიკ უილიამსთან ერთად იამაიკაზე აღნიშნა.
გუშინ, მომღერალმა სოციალურ ქსელში ფოტოების მორიგი სერია გაავრცელა, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ ატარებს ოჯახი დროს იამაიკაზე. როგორც ირკვევა, საღამოობით ისინი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაუვიწყარ წვეულებებს მართავენ. ვიდეოში 62 წლის ვარსკვლავი ენერგიულად ცეკვავს.
„დიდი მადლობა ჩემს შვილებს, ჩემი დაბადების დღე სიყვარულით, ხელოვნებით, ინტელექტითა და ცეცხლითაა აღსავსე“. – წერს მადონა.
https://www.instagram.com/p/CD-FWYthTa3/
საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მადონასა და მისი ქალიშვილის, ლურდესის ფოტო მოექცა.
„ყველაზე არაორდინალური დედა-შვილი“. – წერენ კომენტარებში