LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ვინ არის ნაომი კემპბელის შვილის მამა? – ინტერნეტსივრცეში შესაძლო ვარიანტებს განიხილავენ

2005
page

4 წლის წინ, ლეგენდარულმა მოდელმა, ნაომი კემპბელმა განაცხადა, რომ დედა მაშინ გახდებოდა, როცა ეს მას მოესურვებოდა.  როგორც ჩანს, ეს დრო დადგა. ვარსკვლავმა აღნიშნული გადაწყვეტილება თვითიზოლაციაში ყოფნის დროს მიიღო. სავარაუდოდ ნაომიმ საკუთარი კვერცხუჯრედი გაყინა და სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლა.

50 წლის კემპბელმა  ინფორმაცია „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა. მას ხელებში ახალშობილი გოგონა უჭირავს.

50 წლის ტოპ-მოდელი, ნაომი კემპბელი დედა გახდა

შოუბიზნესის სამყარო სიახლით შოკირებულია. ნაომი მუდამ ამბობდა, რომ შვილს მხოლოდ იმ შემთხვევაში იყოლიებდა, თუკი მას პარტნიორი ეყოლებოდა, ახლა კი ის მარტოა. დასავლური მედია ცდილობს გაარკვიოს, თუ ვინ შეიძლება იყოს მისი შვილის მამა.

ცნობისთვის, მოდელი მრავალრიცხოვანი რომანებით არის ცნობილი. მისი პარტნიორები მსახიობები, მუსიკოსები და მილიონერი ბიზნესმენები იყვნენ.

90-იან წლებში მას რობერტ დე ნიროსთან ჰქონდა რომანი, ხვდებოდა U2-ს ბას-გიტარისტს, ადამ კლეიტონს, 1995 წელს ლეონარდო დიკაპრიოსთან ჰქონდა ხანმოკლე რომანი, ბოლოს ხვდებოდა რუს ოლიგარქს,  ვლადისლავ დორონინს, რომელსაც გასულ წელს უჩივლა კიდეც.

„საქმე  მხოლოდ ფულს არ ეხება, მათთვის ეს თამაშია“ – ნაომი კემპბელი რუს ოლიგარქს, ვლადისლავ დორონინს სასამართლოში უჩივის

ერთი სიტყვით, ნაომის ქალიშვილის მამის ვინაობა ჯერჯერობით ბურუსითაა მოცული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები