ცოტა ხნის წინ სპორტულმა ბრენდმა „ადიდასმა“ ბიონსეს ბრენდთან, „ივი პარკთან“ ერთობლივი, რიგით მესამე კოლექცია წარადგინა. კოლექციის სახე თავად ბიონსეა.
არტისტი ბრენდის ყავისფერ სამოსს არეკლამებს. ესაა ტყავის ლეგინსები, ტოპები და დუტის ხელთათმანები. ვარსკვლავმა „ინსტაგრამაზე“ ახალი ფოტოები განათავსა, სადაც პიკანტურ, საოცრად სექსუალურ ტყავის ბოდეში პოზირებს. კადრებში მუსიკოსთან ერთად, მისი 9 წლის შვილი, ბლუ აივიც მონაწილეობს, რომელიც კოლექციიდან საბავშვო ხაზს უწევს რეკლამირებას.
ახლახანს ინტერნეტში კოლექციიდან ბიონსეს ყველაზე პიკანტური ფოტო გავრცელდა. ვარსკვლავს ტყავის, კრემისფერი ბიკინი აცვია, რომელსაც ამავე ფერის დუტის ხელთათმანები და მაღალყელიანი ჩექმა შეუხამა. ფოტოები შეუდარებელია.