LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოები: „მადლობა აჭარის მთავრობას და ლუიშ ფიგუს, რომ ასე გააბედნიერა ჩემი დემე“ – რამაზ დავლაძის შვილი „ლეგენდების მატჩს“ დაესწრო და ლუიშ ფიგუსგან საჩუქარი მიიღო

2262
რამაზ დავლაძე

7 მარტს „ბათუმი არენაზე“ ლეგენდების მატჩი გაიმართა. საქართველოს ნაკრები მილანის „ინტერს“ შეხვდა და 0:2 დამარცხდა.

თამაშს ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრო. მათ შორის იყო რამაზ დავლაძის შვილი, რომელსაც 2021 წლის 8 ოქტომბერს, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ოჯახის 4 წევრი დაეღუპა.

აღნიშნულისთვის რამაზ დავლაძე აჭარის მთავრობას და ფეხბურთელ ლუიშ ფიგუს მადლობას უხდის, რომელმაც მის შვილს მაისური საკუთარი ხელმოწერით აჩუქა.

„მადლობა აჭარის მთავრობას რო ესე გააბედნიერა ჩემი დემე! მადლობა ფიგუს!“, – წერს რამაზ დავლაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g