LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფოტორობოტზე ძალიან ბევრი შეტყობინება შემოვიდა.. საგამოძიებო უწყების პირველ პირებს არ აწყობთ დადასტურდეს, რომ ეს მკვლელობაა“ – ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა | ნატო ხუტაშვილი გამოძიების მიმდინარეობაზე საუბრობს

237
Untitled design

12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ანის დედამ ნატო ხუტაშვილმა შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა.

მისი განცხადებით, გავრცელებულ ფოტორობოტთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეტყობინება მიიღეს და საგამოძიებო უწყებები ინფორმაციას ამუშავებენ. აქვე ნატო ხუტაშვილი დასძენს, რომ როდესაც ფოტორობოტთან დაკავშირებით ტარდება გარკვეული საგამოძიებო ღონისძიებები, სხვა მხრივ მუშაობა ჩერდება, რადგან უწყებას კვალიფიციური კადრების ნაკლებობა აქვს.

ანი იანუშაიტიტეს დედის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დგამს ქმედით ნაბიჯებს, რათა სიმართლე დადგინდეს და გამოძიების გაგრძელებას უპერსპექტივოდ მიიჩნევს.

მისივე თქმით, საგამოძიებო უწყების წარმომადგენელ პირველ პირებს არ სურთ დადასტურდეს, რომ მკვლელობასთან აქვთ საქმე.

„1 წელი გავიდა ამ ტრაგიკული შემთხვევიდან და ისევ ერთ წრეზე დავდივართ. საგამოძიებო და ოპერატიული სამსახურების არაეფექტურმა სამუშაომ გამოიწვია ის, რომ გამოძიება ჩიხში შევიდა. უპერსპექტივოდ ვთვლი შემდგომი გამოძიების გაგრძელებას. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ატარებს ქმედით ნაბიჯებს სიმართლის დასადგენად. პროკურატურა იძლევა რეკომენდაციას, იწყებენ ამ რეკომენდაციის შესრულებას და შემდგომ გადაერთვებიან სხვა საქმეზე. ერთი გამომძიებელი ამ საქმეს არ ჰყოფნის. საჭიროა კვალიფიციური სპეციალისტების ჯგუფი, რათა დროულად შესრულდეს ის საგამოძიებო მოქმედებები, რისი განხორციელებაც საჭიროა დროის კონკრეტულ მომენტში.

ექსპერტიზისგან გამოვითხოვეთ ციფრული სურათები, რომლებიც იმ ღამესაა გადაღებული. სურათების გადიდების შედეგად ვხედავთ, რომ ბავშვს ყელის არეში ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყენებული. არ იქნა დროულად ეს ნანახი. არ მოიძიეს და არ მოხდა ამ საგნის ამოღება, რითაც შეიძლებოდა, რომ ბავშვს ეს ჭრილობები მიეღო.

ასევე აუცილებელია, დროულად მოხდეს სამედიცინო კომისიური ექსპერტიზის ჩატარება, რომ მათ გარკვეული პასუხი დადონ, რა მოხდა იმ ღამეს.

დღემდე არ გაგზავნილა ანის ტანსაცმელი ექსპერტიზაზე. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. არც ის სურათი გაგზავნილა, სადაც ბავშვის მარცხენა ხელის ფრჩხილში ჩანს გაჭედილი შავი თმა.

საგამოძიებოს პირველი პირები დუმილს ამჯობინებენ, მათ არ აწყობთ დადასტურდეს, რომ ეს მკვლელობაა.

გავრცელებულ ფოტორობოტთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეტყობინება შემოვიდა, ყველა გადამუშავების პროცესშია და მოწმდებიან ის პიროვნებები.

თუ ფოტორობოტის მიხედვით მიდის მუშაობა, მაშინ სხვა მხრივ ჩერდება ყველა სამუშაო. ამიტომ ვამბობთ, რომ რესურსი არ ჰყოფნით“, – აცხადებს ნატო ხუტაშვილი.

ვიდეო: „შეშლილი არაადეკვატური სახე ჰქონდა.. ის გარბის..“ – რა ჩანს ვიდეოში, რომელიც სათვალთვალო კამერამ დიდ დიღომში, ტრაგედიის ღამეს დააფიქსირა

ვიდეო: „თვითმხილველები მზად იყვნენ თანამშრომლობისთვის, რომ არ ყოფილიყო ეს ზღაპრები, რომ თქვენი შვილი „სუპმა“ დაახრჩო, მაშინ უკვე ნაპოვნი იქნებოდა ის პიროვნება“ – გარდაცვლილი ანა იანუშაიტიტეს დედა

„გთხოვთ გააზიაროთ! ამ ფოტო რობოტის მიხედვით ვეძებთ არაადამიანს ვინც ჩემს შვილს სიცოცხლე წაართვა“ – დიდ დიღომში გარდაცვლილი გოგონას დედა მიმართვას ავრცელებს

„იმაზე იყო აპელირება, რომ 4 შვილი ჰყავს, თუმცა მაგიდაზე 12 წლის ბავშვი რომ ეწვინა, მაშინაც უნდა ეფიქრა, რომ ისიც ბავშვი იყო“ – დიდ დიღომში გარდაცვლილი ბავშვის დედა სამხარაულის ექსპერტისთვის გირაოს შეფარდებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g