სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს და საზოგადოებას დათო ტაბაშიძის დახმარებისკენ მოუწებს, რომელიც 6 თვის წინ ავარიაში მოჰყვა.
„ფოტოზე რომ ახალგაზრდა კაცს ხედავთ დათო ტაბაშიძეა, წესიერი, მშრომელი კაცი, კარგი ქართველი და სამი პრინცესის მამა!
ექვსი თვის წინ ავარიაში მოხვდა და მას შემდეგ მძიმე მდგომარეობაშია, ერთი კვირაა რაც თურქეთშია და ოჯახს მხოლოდ ერთი თვის ფული აქვს გადახდილი, მეტის საშუალება არ აქვს, მაგრამ მას ხანგრძლივი მკურნალობა და რეაბილიტაცია სჭირდება!
ამ ამბავზე სოფიო ხარშილაძემ მომწერა, რომელიც საკუთარ ორ შვილს მკურნალობს აგერ უკვე შვიდი თვეა და თან ყველა ქართველის ქომაგი და მათზე მზრუნველია იქ, ჰოდა – სამი პატარა გოგონა ელოდება საქართველოშიო – ასე დაიწყო და მართლაც ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგანაც ახლა მარტო ერთი ადამიანის ჯანმრთელობისთვის კი არა, სამი ლამაზი ანგელოზის ბედნიერი ბავშვობისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რომლებსაც მამა სჭირდებათ, მისი სითბო და სიყვარული! ასე რომ ერთად მოვინდომოთ და კიდევ სამ ბავშვს არ დავარქვათ ობოლი!.
გთხოვთ, ვისაც შეგვიძლია დავეხმაროთ, თუ ფულს ვერ ჩავრიცხავთ, გავაზიაროთ მაინც! არც არავინ ჰყავს ოჯახს ჩვენს მეტი, ვინც გვერდში დაუდგება და ჩვენც არავინ გვყავს ერთმანეთის მეტი, რომ არ მივატოვოთ ერთმანეთი!.
ჩემს ანგარიშებს ვწერ:
„თიბისი“. GE32TB7609945061600014
საქართველო
GE54BG0000000161381454
Alexander Eloshvili
ძალა ერთობაშია!“, – წერს სანდრო ელოშვილი.