LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგულ ქალაქში მთელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება

129
773x435_cmsv2_92465c60-e89d-5aef-ab04-96bf25e5a1e0-7406146

მონპელიე გახდება საფრანგეთის ყველაზე დიდი მეგაპოლისი, სადაც მთელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება. Euro news-ის ინფორმაციით, მგზავრობის გადასახადი 2023 წლის 21 დეკემბრიდან გაუქმდება.

ასეთი სიახლის მთავარი მიზანი – ქალაქში კერძო ავტომობილების რაოდენობის შემცირებაა, რათა მავნე გამონაბოლქვმა იკლოს და გლობალურ დათბობას ხელი შეეშალოს. 2050 წლისთვის ევროპაში ჰაერის დაბინძურებამ იმდენად უნდა იკლოს, რომ გარემოს ზიანი აღარ მიადგეს.

მონპელიე უფასო ტრანსპორტთან დაკავშირებით ექსპერიმენტებს კარგა ხანია ატარებს. 2020 წლის სექტემბრიდან ხელისუფლების გადაწყვეტილებით საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უქმეებზე გახდა უფასო, 2021 წლიდან კი გადასახადი 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის და 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის გააუქმეს. ამიერიდან ტრანსპორტი უფასო იქნება ყველასთვის – ადგილობრივებისთვის, ტურისტებისთვის.

საინტერესოა, რომ საფრანგეთში ანალოგიური სქემა 39 რეგიონში მოქმედებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები