იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიას ფრანგული ბაგეტი დაამატა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ბაგეტი ჯერ კიდევ ნაპოლეონის ომების დროს გაჩნდა. ჯარისკაცებისთვის ძალიან კომფორტული იყო წვრილი და გრძელი პურის თან წაღება. თუმცა, არსებობს შესაძლებლობა რომ ეს არ იყოს სიმართლე – ბაგეტი დიდ ხანს არ ინახება და საღამოსთვის უკვე ხმება, რაც ძალიან არაპრაქტიკული იქნებოდა.
მეორე ვერსიით ბაგეტი პარიზის მეტროპოლიტენის მშენებლობის დროს XIX საუკუნის ბოლოს გაჩნდა. მუშები პურის დანებით ჩხუბობდნენ ხოლმე, ამიტომ მცხობლებმა გამოიგონეს პური რომელსაც დანა არ სჭირდებოდა და ხელითაც ტყდებოდა.
არსებობს მესამე ვერსიაც, რომ ბაგეტი არა საფრანგეთში, არამედ ავსტრიაში, კერძოდ კი ვენაში გაჩნდა.