“საქართველო ინვესტორებსა და მეწარმეებს უფრო ხელსაყრელ გარემოს სთავაზობს, ვიდრე ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობა”,- ამის შესახებ წერს ფრანგული გამოცემა L’opinion-ი სტატიაში, რომლის სათაურია – „ევროპის კავშირი: ნუთუ ზომა გადამწყვეტია?.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველომ გაატარა რეფორმები ასეთი ეკონომიკური დინამიურობის უზრუნველსაყოფად და უკან ჩამოიტოვა ევროკავშირის ყველაზე განვითარებული ქვეყნებიც.
გარდა ამისა, სტატიის ავტორი მიმოიხილავს საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის მექანიზმებს.
„ნამდვილად არ არის შემთხვევითი, რომ სინგაპური, შვეიცარია და საქართველო – ზედმიწევნით კარგად ართმევენ თავს ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქებას. საქართველო ზედმიწევნით კარგად ართმევენ თავს კორონავირუსის ეპიდაფეთქებას”,- წერს სტატიის ავტორი.
ფრანგული გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოში გარდაცვლილთა მცირე რიცხვი კრიზისის მართვის გადამწყვეტი ზომების მიღებამ განაპირობა, რაც მოიცავდა ვირუსის ცხელ წერტილებად მიჩნეული ქვეყნებიდან ფრენების შეზღუდვას.