ფრანგული კინოს ლეგენდა, მსახიობი ბრიჯიტ ბარდო „მძიმე ავადმყოფობის“ გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, იუწყება გაზეთი Nice Matin. ჟურნალისტების ცნობით, ბარდო სამი კვირაა ტულონის კერძო საავადმყოფოში იმყოფება, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. მსახიობს რამდენიმე დღეში გაწერენ, თუმცა Nice Matin იუწყება, რომ მისი მდგომარეობა საყურადღებოა.
ვარსკვლავი ახლა 91 წლისაა. ის მსოფლიო კინოს ლეგენდაა, მან 21 წლიანი სამსახიობო კარიერის განმავლობაში 45 ფილმში ითამაშა და 70-ზე მეტი სიმღერა დაწერა. 1973 წლიდან ბარდო ცხოველთა უფლებების დაცვის ფონდის საქმიანობას უძღვნის თავს. რამდენიმე კვირის წინ მსახიობმა ასევე გამოუშვა თავისი წიგნი „BBcédaire“, რომელზეც 2020 წლიდან 2025 წლამდე მუშაობდა.
ბრიჯიტ ბარდო 89-ე იუბილეს ეულად ატარებს – 60-იანი წლების ქალღმერთის იშვიათი გამოჩენა


