LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფრედი მერკური“ „პრინცესა დაიანას“ გაუმიჯნურდა – რამი მალეკისა და ემა ქორინის რომანი დადასტურდა

433
რამი-მალეკი

„ოსკაროსანი“ რამი მალეკისა და „ოქროს გლობუსის“ მფლობელი ემა ქორინის რომანი, საბოლოოდ დადასტურდა. მედიაში უკვე დიდი ხანია წერენ, რომ  მალეკისა და ლუსი ბოინტონის დაშორების მიზეზი, სწორედ ემა ქორინი გახდა. ფრედი მერკურის როლის შემსრულებელი ფილმში „ბოჰემური რაფსოდია“ და პრინცესა დაიანას როლის შემსრულებელი სერიალში „გვირგვინი“, პაპარაცებმა ლონდონის ჰაიდ-პარკში სეირნობისას გადაიღეს და წყვილის რომანტიკული ფოტოების აღბეჭდვაც შეძლეს.

ახალ ფოტოებზე ემა ქორინს თმა აქვს გადაპარსული, მას  თეთრი პლაშჩი და ჯინსის შარვალი აცვია. ჯინსებსა და ჟაკეტშია გამოწყობილი მალეკიც, რომელიც ყველა ფოტოზე, საოცრად ბედნიერი ჩანს.

ლეგენდარული კატრინ დენევი და ოსკაროსანი რამი მალეკი „კარტიეს“ ულამაზეს ფოტოსესიაში

მამაკაცის სმოკინგი და „პრადას“ მბზინავი ფეხსაცმელი –  პრინცესა დაიანას როლის შემსრულებელი ემა ქორინი ისევ მამაკაცის სამოსით გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები