„კანის კინოფესტივალის” წითელი ხალიჩა ამჯერად შერიმ და მისმა 40 წლით უმცროსმა ბოიფრენდმა, ალექსანდერ გარდიმ დაიპყრეს. წყვილი ბობ მაკის ბიოგრაფიული ფილმის პრემიერას დაესწრო.
ამ დღეს 78 წლის არტისტი შავ კაბაში იყო გამოწყობილი, მის ლუქს ხელოვნური ბეწვის ქურქი ასრულებდა. ამავე ფერის სამოსი ეცვა 38 წლის გარდს.
ფოტოობიექტივის წინაშე შერი თავს ვერ აკონტროლებდა, შეყვარებულს ეხვეოდა და მხურვალედ კოცნიდა. ფოტოებს უამრავი კომენტარი მოჰყვა.
„ფრთხილად, არ შემოგეგუდოს“, „უყვარს პატარა ბიჭები და რა ქნას“,„აი ეს არის ვნებიანი სიყვარული“, – წერენ კომენტარებში.
„ეს ჭეშმარიტი სიყვარულია“ – შერი 40 წლით უმცროსი შეყვარებულის გვერდით ბრწყინავს
„სიყვარული სიყვარულია“ – 77 წლის შერი 40 წლით უმცროს შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს