გამოცემა Sportrico-მა, რომელიც სპორტულ ბიზნესზეა სპეციალიზირებული, ყველა დროის 25 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენის რეიტინგი შეადგინა.
რეიტინგი შედგა ინსაიდერებთან საუბრის, საკუთარი კვლევებისა და სხვა მედიასაშუალებების („ფორბსის“ ჩათვლით) მონაცემების მიხედვით. თითოეული სპორტსმენის შემოსავალში აისახა ხელფასი, საპრიზოები, სარეკლამო კონტრაქტები, ლიცენზირებული დანარიცხები და ა.შ.
ტოპ 25-ში სპორტის 8 სახეობის სპორტსმენები შევიდნენ, მათმა ჯამურმა შემოსავალმა 25.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. საერთო თანხა დაკორექტირებულია ინფლაციის გათვალისწინებით.
აი ეს მდიდრები:
1. მაიკლ ჯორდანი (კალათბურთი) – 2,62 მლრდ დოლარი
2. ტაიგერ ვუდსი (გოლფი) – 2,1 მლრდ
3. არნოლდ პალმერი (გოლფი) – 1,5 მლრდ
4. ჯეკ ნიკლაუსი (გოლფი) – 1,38 მლრდ
5. კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი) – 1,24 მლრდ
6. ფლოიდ მეივეზერი-უმცროსი (კრივი) – 1,2 მლრდ
7. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) – 1,17 მლრდ
8. ლიონელ მესი (ფეხბურთი) – 1,14 მლრდ
9. მიხაელ შუმახერი (ავტორბოლა) – 1,13 მლრდ
10. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) – 1,12 მლრდ
11. ფილ მიკელსონი (გოლფი) – 1,08 მლრდ
12. დევიდ ბექჰემი (ფეხბურთი) – 1,05 მლრდ
13. კობი ბრაიანტი (კალათბურთი) – 930 მლნ
14. შაკილ ონილი (კალათბურთი) – 870 მლნ
15. გრეგ ნორმანი (გოლფი) – 815 მლნ
16. მაიკ ტაისონი (კრივი) – 775 მლნ
17. ალექს როდრიგესი (ბეისბოლი) – 650 მლნ
18. მენი პაკიაო (კრივი) – 630 მლნ
19. კევინ დიურანტი (კალათბურთი) – 625 მლნ
20. ლუის ჰემილტონი (ავტორბოლა) – 620 მლნ
21. ნეიმარი (ფეხბურთი) – 615 მლნ
22. ჯეფ გორდონი (ავტორბოლა) – 595 მლნ
23. ოსკარ დე ლა ჰოია (კრივი) – 580 მლნ
24. პეიტონ მენინგი (ამერიკული ფეხბურთი) – 570 მლნ
25. დერეკ ჯიტერი (ბეისბოლი) – 555 მლნ