LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გააკეთეთ ეს რიტუალი 10 თებერვალს და ნეგატივს გაწმენდთ“ – ეზოთერიკოსის სასარგებლო რჩევა

1120
2026-02-08_23-47-58_905220

მინეროლოგი და ეზოთერიკოსი თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში მორიგ სასარგებლო ინფორმაციას გვიზიარებს, სადაც ნეგატივისგან გასაწმენდ რიტუალზე საუბრობს.

„გააკეთე ეს 10 თებერვალს – ენერგიის კარიბჭე.
თუ მოულოდნელად თქვენს ცხოვრებაში დაიწყო ქაოსი, გაუგებარი დაძაბულობა, უსიამოვნო ამბები ან ენერგიის დაცემა,
ეს დღე შესაფერისია გაწმენდისთვის.

მარილის წყლის რიტუალი – ნეგატივის განდევნისთვის!
აიღეთ ერთი ჭიქა სუფთა წყალი.
დაუმატეთ 3 ჩაის კოვზი მარილი,მოურიეთ საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით – ნელა, შეგნებულად, რწმენით.

მორევისას წარმოთქვით:
„წყლის და მარილის ძალით,
რაც ბნელი და მძიმეა ჩემს გზაზე – გაიხსნას.
რაც უცხოა და მავნე – განიდევნოს.

ჩემს სივრცეში დარჩეს მხოლოდ სიკეთე,
ჩემს ცხოვრებაში დაბრუნდეს ჩემი ბედი,
ჩემი ძალა და ჩემი წარმატება.
როგორც ვამბობ, ისე იყოს“.
დადგით ჭიქა საწოლის თავთან მთელი ღამით,წყალი იმუშავებს, შეიწოვს და დაალაგებს უხილავ ნაკადებს.

დილით გაიტანეთ გარეთ და გადაასხით მიწაზე ან გამდინარე წყალში, სიტყვებით:
„დედამიწას ვაბარებ ყველაფერს, რაც აღარ მჭირდება.
თავისუფალი ვარ.“

ამის შემდეგ დააკვირდით, როგორ მსუბუქდება სივრცე და როგორ იწყებს მოვლენები დალაგებას.

თუ იგრძენით ამ რიტუალის ძალა,მოიწონეთ/ გააზიარეთ და დაგვიტოვეთ მადლიერება, გააძლიერეთ სიტყვა.
სიტყვასაც აქვს ენერგია“, – წერს თამარ იოსელიანი.

„თებერვლის თმის მაგია…დღეები, როცა მაკრატელი ბედისწერას ეხება“ – როდის უნდა შევიჭრათ თმა, რომ ბედნიერება მოგვიტანოს

„არავის ვაშინებ, მაგრამ იცოდეთ ეს არის წლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სავსემთვარეობა“ – ეზოთერიკოსის სასარგებლო რჩევა

„რატომ არ უნდა გადავწყვიტოთ სხვისი პრობლემები“ – ეზოთერიკოსის სასარგებლო რჩევა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g