LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაატარეთ აქტიური ღონისძიებები, რათა პიროტექნიკის გამოყენებით მოქალაქეები არ დაზარალდნენ“ – ანა ნაცვლიშვილი და არმაზ ახვლედიანი სახელმწიფო უწყებებს მიმართავენ

183
Untitled design (11)

„გაატარეთ აქტიური ღონისძიებები, რათა პიროტექნიკის გამოყენებით არ დაზარალდნენ მოქალაქეები, განსაკუთრებით ბავშვები და მოზარდები“ – აღნიშნული მოთხოვნით პარტია „ლელოს“ დეპუტატები – ანა ნაცვლიშვილი და არმაზ ახვლედიანი მუნიციპალიტეტების მერებს, განათლების, გარემოს დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს მიმართავენ.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, წინასაახალწლო კამპანიის – „გაატარე ახალი წელი უსაფრთხოდ!“ – ინიციატორები სწორედ ანა ნაცვლიშვილი და არმაზ ახვლედიანი არიან.

„დეპუტატების თქმით, დღეს კანონით აკრძალულია პიროტექნიკის მიყიდვა.

არასრულწლოვნებისთვის, ასევე დასჯადია მისი აღრიცხვის, შენახვის, გადაზიდვის ან გამოყენების წესის დარღვევა, ამის მიუხედავად, პიროტექნიკით საახალწლო პერიოდში ყოველწლიურად ათეულობით მოქალაქე ზიანდება, მათ შორის, ყველაზე ხშირად არასრულწლოვნები.

დეპუტატების განცხადებით, სახელმწიფომ აქტიურად უნდა იმუშაოს საზოგადოებასთან, რათა თავიდან იქნეს აცილებული ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევები და მინიმუმამდე შემცირდეს პიროტექნიკის მოხმარებით გამოწვეული დაზიანებები.

პარლამენტარები გეგმავენ აქტიური მონიტორინგი განახორციელონ რამდენად ეფექტიანად ხდება კანონში არსებული აკრძალვების აღსრულება და საჭიროების მიხედვით მოამზადონ დამატებითი საკანონმდებლო რეგულაციები პიროტექნიკის რეალიზებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, ასევე გააგრძელონ მუშაობა საზოგადოებაში ცნობიერების ასამაღლებლად“, – აღნიშნულია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g