LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაბუნია: შესაძლებელია, გრიპის გავრცელების ზრდა თებერვალში იყოს

211
Untitled design

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ქვეყანაში გრიპის გავრცელების ტენდენციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე გარკვეული სტაბილიზაციაა.

თამარ გაბუნიას განცხადებით, ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი, შესაძლებელია, თებერვალში გაიზარდოს:

„გარკვეული სტაბილიზაცია ჩანს. სეზონურად გრიპის მიმდინარეობას გარკვეული ტალღურობა ახასიათებს. შესაძლებელია, ინფექციის გავრცელების ზრდა თებერვალში იყოს. ჯერ ამაზე საუბარი ადრეა. მიმდინარე ეტაპზე, კიდევ უფრო მეტი გავრცელება აღარ უნდა იყოს, ნოემბრის ბოლო კვირა და მიმდინარე პერიოდი სტაბილიზაციით ხასიათდება“, – აღნიშნა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით 170 ათასზე მეტი ადამიანია აცრილი.

„30 ნოემბრის ჩათვლით გრიპის ვაქცინაცია უფასოდ ტარდებოდა. დღეისთვის აცრილია 170 ათასზე მეტი ადამიანი. იმუნიზაცია მაღალი რისკჯგუფის პირებისთვის, ორსულებისთვის და სხვა კატეგორიებისთვის გრძელდება. აცრა დღესაც არის შესაძლებელი, პროგრამა გრძელდება. მნიშვნელოვანია, რისკის ჯგუფში მყოფი პირები აიცრან“, – ამბობს თამარ გაბუნია.

რატომ არის მნიშვნელოვანი გრიპზე ვაქცინაცია – წაიკითხავთ „ფორტუნას“ სტატიაში – როდის უნდა ველოდოთ შემთხვევების პიკს – ჯანდაცვის სპეციალისტები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ

ამავე თემაზე:

ენდელაძე: „ეს სეზონი ყველაზე უფრო საშიში და საყურადღებოა, ვირუსი არის გახანგრძლივებული, ამ წუთში მყავს პაციენტი, რომელსაც ერთი თვეა ხველა აქვს“

„ვირუსი სიცხით იწყება და რამდენიმე დღეში ფილტვის ანთების გართულებით გრძელდება.. ვთხოვ, როგორც  იმუნოლოგი და ექიმი“.. – ბიძინა კულუმბეგოვი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g