LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაჭაღარავებული და დაკუჭული ტანსაცმლით – 71 წლის მიკი რურკის უახლესმა ფოტოებმა მედია მოიცვა

218
page

71 წლის მსახიობი და მოკრივე მიკი რურკი სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუს და­ტო­ვე­ბი­დან ოთხი თვის შემ­დეგ კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, ბე­ვერ­ლი-ჰილსზე, სა­კუ­თა­რი სახ­ლის კარ­თან გადაიღეს.

ის კიდევ უფრო შეცვლილი გახლდათ. მიკი დაკუჭულ ჰუდ­სა და სპორ­ტულ შარ­ვალ­ში იყო გა­მო­წყო­ბი­ლი, თმა კი აწე­წი­ლი და გაჭაღარავებული ჰქონდა.

რამდენიმე თვის წინ ბელა თორნმა მიკი რუკს სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში დასდო ბრალი. 27 წლის ვარსკვლავმა „ინსტაგრამ სთორიში“ გააჟღერა ისტორია, რომელიც 2020 წლის ფილმის, „გოგონა“ გადაღებების დროს გადახდა. საუბარია მომენტზე რომელშიც ბელა მუხლებზე დგას. სცენარის მიხედვით, მასთან რკინის ჯოხით შეიარაღებული რურკი უნდა მისულიყო და მისთვის ეს იარაღი მუხლზე მიედო, ამის ნაცვლად კი მიკიმ ეს ინსტრუმენტი საზარდულის მიდამოში ჩაარტყა. შედეგად ბელამ დაზიანებები მიიღო და გადაღებებიდან ჩალურჯებული წავიდა.

მიკი რურკი ბელა თორნის სექსუალური ძალადობის შესახებ ბრალდებებს „უწმაწური ჟესტით პასუხობს”

„მენჯის ძვალზე სისხლჩაქცევები მქონდა, მოსწონდა ჩემი დამცირება ყველას წინაშე“ – ბელა თორნი მიკი რუკს სექსუალურ ძალადობაში სდებს ბრალს და შემზარავ მომენტს იხსენებს

„სახე გაინადგურა“ – 72 წლის მიკი რურკის უახლესმა ფოტოებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები