LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაჩერდი, არ ჩასქროლო, ადამიანო ვინც ბოლომდე ვერ ხარ ხალხის მხარეს… 33 წელია ამ ქალაქში ვცხოვრობ და ეს დღეები მხუთავი გაზით სავსე რუსთაველზე, ყველაზე სუფთა ჰაერი იყო“ – ლუკა ნაჭყებია

502
ლუკა ნაჭყებია

„გაჩერდი, არ ჩასქროლო, ადამიანო ვინც ბოლომდე ვერ ხარ ხალხის მხარეს… ვისაც „მაგრამ“ გაწუხებს…“, – წერს სოციალურ ქსელში ცნობილი შეფ-მზარეული ლუკა ნაჭყებია და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

„იცი, ბოლომდე თუ გადმოხვალ ხალხის მხარეს, მაგარ თავისუფლებას იგრძნობ… თითქოს წონა მოიხსენი გულიდან.. სუნთქვაც გიმარტივდება… შიგნიდან სინდისის ჭია აღარ გკბენს…

33 წელია ამ ქალაქში ვცხოვრობ, და ეს დღეები მხუთავი გაზით სავსე რუსთაველზე, ყველაზე სუფთა ჰაერი იყო და ყველაზე მარტივი იყო ღრმად სუნთქვა…“, – წერს ლუკა ნაჭყებია.

ლუკა ნაჭყებია: „ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ, იცოდეთ, არ ღირს… არაფრად ღირს რამის ქონა, როცა წარსულს გახედავ და გაგახსენდება რომ სწორ მხარეს არ იდექი“

პოპულარულები