LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან ისევ ძალაშია

170
BeFunky-collage (1)

22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის წინა ორი დღის განმავლობაში გამონაკლისის სახით გაუქმება არჩევნების მეორე ტურს უკავშირდებოდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, რამდენადაც საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, 20-21 ნოემბერს 22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდა.

შესაბამისად, 22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დღეს საღამოდან ისევ ძალაშია.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი – 22:00-დან 05:00 საათამდე ფეხით და სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეზღუდულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g