LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება, თუ ჩამოხვალთ, გპირდებით, აქედან გამარჯვებულები წახვალთ – სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

116
მიხეილ სააკაშვილი

ყოფილი პრეზიდენტი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნლი მორიგი წერილით ემიგრანტებს ბრძოლისთვის მადლობას უხდის.

მიხეილ სააკაშვილის გზავნილი მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა წაიკითხა.

გელბახიანი: ძველი წყენა დავივიწყეთ – სააკაშვილს ახლა მძიმე დღეები აქვს, ვალდებული ვარ გვერდში დავუდგე

“დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩამოვიდა, იბრძვის რუსთაველზე და დგას ჩემს ციხესთან. ვინც მთელს მსოფლიოში აწყობს აქციებს.

ახლა მინდა გთხოვოთ ყველას, ვინც აქამდე არ ჩამოსულა – მოემზადეთ, გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება და ერთი დღე აჩუქეთ თქვენს ქვეყანას. ეს ერთი დღე მალე დადგება.

თუ როდის, ამას პროცესები აჩვენებს და რამდენიმე დღით ადრე გეტყვით, მაგრამ იმ ერთ დღეს თბილისში ჩამოსვლა აუცილებელი იქნება. თუ ჩამოხვალთ, მე გპირდებით, რომ აქედან გამარჯვებულები წახვალთ.” – აცხადებს მიმართვაში მიხეილ სააკაშვილმა.

პოპულარულები