LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადავწყვიტე პოზიტივზე გავაკეთო აქცენტი“- ბიონსემ 2020 წელი შეაჯამა

126
page

მომღერლისთვის, დიზანერისთვის და „ბიზნეს-ვუმენისთვის“ 2020 წელი საკმაოდ დატვირთული შთამბეჭდავი და წარმატებული გამოდგა. კარიერასა და ოჯახზე 39 წლის არტისტმა, ბიონსემ ბრიტანულ ვოგისთან“ ისაუბრა და მისი დეკემბრის ნომერიც დაამშვენა.

ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ვარსკვლავისა და სპორტული მოდის გიგანტის „ადიდასის“ კოლაბორაცია შედგა. ალბათ, ბიონსეს გარდა  „ადიდასის“  ასე პრეზენტაბელურად და კრეატიულად წარდგენას სხვა ვერავინ შეძლებდა. მას შემდეგ არტისტი პერიოდულად ახალ-ახალ კოლექციებს წარადგენს ხოლმე და საზოგადოების აღფრთოვანებას იწვევს.

ფოტო: „მუდამ გვაოცებ“- ბიონსე Ivy Park x Adidas-ის ახალ კოლექციას ირგებს

საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება ორიგინალური დიზაინის ტოპმა მიიპყრო, რომლის ფასიც 60 ევროა

ამის შემდეგ იყო მისი და რეპერ ჯეი-ზის ქალიშვილის, 8 წლის ბლუ აივის წარმატება, როდესაც გოგონამ BET Awards-ის პრემია მიიღო. აღსანიშნავია, რომ ზუსტად ერთი  წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბიონსემ „დისნეის“ „მეფე ლომში მიიღო მონაწილეობა. ფილმმა არაერთი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა, დიდი მოწონება დაიმსახურა ბიონსემაც, რომელმაც ფილმისთვის საუნდტრეკი ჩაწერა და  საკულტო ანიმაციის რიმეიქში ნალა გაახმოვანა. მიმდინარე წელს ვარსკვლავმა „დისნეისთან“ 100 მილიონიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. პირველი ფილმი, რომელშიც ბიონსე მიიღებს მონაწილეობას „შავი პანტერა 2 “ იქნება,  რომელის პრემიერაც  2021 წელს შედგება.

ზაფხულში კი ბიონსემ 4 წლიანი პაუზის შემდეგ კინოალბომი, Black Is King გამოუშვა, ალბომისთვის მომღერალმა თავად გადაიღო ვიდეოების სერია, რომელიც ერთიან ფილმად იკვრება და ფერადკანიანების განვლილ გზაზე გვიამბობს. შემდეგ კი იყო კლიპი ულამაზეს „ყავისფერ გოგონებზე“, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო. როგორც ხედავთ ბინსესთვის მიმდინარე წელი მართლაც საოცრად დატვირთული და წარმატებული გამოვიდა.

მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, გამოცემასთან ინტერვიუში ვარსკვლავმა განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტულად მაინც ოჯახი – მეუღლე და შვილები რჩება და ის ცდილობს ის გააკეთოს და ისეთი საქმით დაკავდეს, რაც მას სიხარულს მოჰგვრის.

„მე ძალიან ბევრი დრო დავუთმე ჩემი მემკვიდრეობის დატოვებას და ჩემი კულტურის წარმოჩენას, ახლა მე ჩემს თავს იმის უფლება მივეცი, რომ პოზიტივზე გავაკეთო აქცენტი“– აცხადებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები