LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გადავწყვიტე, პროცესს დავაკვირდე, მგონია, გაგრძელება ძალიან სახალისო იქნება” – ხვიჩია ფიქრობს, რომ “ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოში მოიგებს

181
11

“ქართული ოცნების” მიერ, პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას “გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია ეხმიანება.

როგორც ხვიჩია აცხადებს, გადაწყვიტა პროცესს დააკვირდეს, რადგან სახალისო იქნება.

მისივე თქმით, ეს არის ჭკუის სწავლების მცდელობა დანარჩენი თანაგუნდელებისთვის და არა მხოლოდ პრეზიდენტისთვის:

“ქართული ოცნების” განცხადება სრულად წავიკითხე, პრემიერ-მინისტრს მოვუსმინე და შევამჩნიე, მათ განცხადებაში უზუსტობა, რადგან ერთს სხვა პრეტენზია აქვს, მეორეს მხარეს – სხვა.

გადავწყვიტე, ამ პროცესს დავაკვირდე, რადგან მგონია, რომ ძალიან სახალისო იქნება გაგრძელება – საკუთარ პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივიან. მათ შორის, ეს ყველაფერი როდის დაიწყო, არ ვიცით, მაგრამ პრეზიდენტის წინააღმდეგ განცხადებებს ვხედავთ, რაც თავისი შინაარსით მიმართულია “ქართული ოცნების” ნებისმიერი წევრის მიმართ, ვინც საჯარო სივრცეში საუბარს გადაწყვეტს.

ეს არის ჭკუის სწავლების მცდელობა დანარჩენი თანაგუნდელებისთვის და არა მხოლოდ პრეზიდენტისთვის. ჩემი აზრით, “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს მოიგებს”, – განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას მთავრობამ ოფიციალურად უარი უთხრა ევროპაში ვიზიტებზე და პირადი კონტაქტები გამოიყენა.

დღეს კი “ქართულ ოცნებაში” განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ:

“საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ვინ როგორ აფასებს “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, დეტალურად გაეცნობით აქ:

ჰააგაში წასაღები საქმე, კუდიანებზე ნადირობა და „ოცნებისგან“ გაპარული პრეზიდენტი – გამოხმაურებები ზურაბიშვილის შესაძლო იმპიჩმენტზე

“იძულებული ვართ, პრეზიდენტს კარგად განვუმარტოთ კონსტიტუციის კონკრეტული დათქმები” – მდინარაძე აცხადებს, რომ იმპიჩმენტზე საუბარი არ იქნება

“სამწუხაროდ, პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი” – პრემიერი განმარტავს, რატომ უთხრეს ზურაბიშვილს საერთაშორისო ვიზიტებზე უარი

პაატა მანჯგალაძე: როდესაც რუსული აგრესიის საფრთხე რეალურია, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებენ, რაც წარმოუდგენელია

რომან გოცირიძე: „ოცნებამ“ კუდიანებზე ნადირობის ახალი სეზონი გახსნა, მთავარ კუდიანად გამოცხადებული ყავთ ქალბატონი ზურაბიშვილი

სამადაშვილი: „ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის მზადება დააანონსა, საზოგადოებას უთხრა, რომ ზელენსკის მხარდაჭერის გამო ზურაბიშვილის კონსტიტუციურ შევიწროებას იწყებს – რეაქციაც ადეკვატური იქნება

მარგველაშვილი: სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტს გამოვიყენებ, კარგი იქნება თუ კონსტიტუციის დასაცავად 3 პრეზიდენტი გაერთიანდება