LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადაწყვეტილება, რომელიც აშშ-ის მხრიდან არის მიღებული, ძალიან სამწუხაროა… საქართველოს ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს მზადყოფნას, ჰქონდეს სტრატეგიულ პარტნიორთან ღია, გულწრფელი დისკუსია, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს“ – ილია დარჩიაშვილი

130
ილია დარჩიაშვილი

„გადაწყვეტილება, რომელიც აშშ-ის მხრიდან არის მიღებული, ძალიან სამწუხაროა. საქართველოს ხელისუფლება, როგორც მანამდე, დღესაც და მომავალშიც გააგრძელებს მზადყოფნას, ჰქონდეს სტრატეგიულ პარტნიორთან ღია, გულწრფელი დისკუსია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს ორმხრივ ფორმატში. ჩვენ ყოველთვის გამოვხატავდით მზადყოფნას ღია, გახსნილი, გულწრფელი დიალოგისთვის და დღესაც იმავე პოზიციას ვინარჩუნებთ, მიუხედავად ამ ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილებისა“, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აკეთებს, რითაც აშშ-ის მხრიდან ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებას ეხმაურება.

აშშ-ის საელჩო ჯო ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძის მოსაწვევის გაუქმების მიზეზს ასახელებს

„მიგვაჩნია, რომ დიალოგს, აზრების ურთიერთგაცვლას ალტერნატივა არ აქვს. არსებობს საკითხები, რომლებზეც ქვეყნებს აქვთ სხვადასხვა შეხედულება. დიალოგი და პარტნიორობა ჩვენ ვიცით სწორედ ამ მიმართულებით – როდესაც ღია, გულწრფელი დიალოგია. დიალოგი არის ერთადერთი გზა, რომ სტრატეგიულმა პარტნიორებმა ისაუბრონ ურთიერთობების გაღრმავებაზე და განვითარებაზე. ვწუხვარ, რომ საქართველოში ზოგიერთი მედიასაშუალება კვლავ დაკავებულია ტყუილის ტირაჟირებით, რაც ძალიან აზარალებს საქართველოს საგარეო პოლიტიკას. მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ ტყუილის ტირაჟირებით ძალიან ზიანდება ქვეყანა და იმოქმედონ იმ სტანდარტებითა და წესებით, რაც ჟურნალისტიკაშია. ეს ტყუილები არის ერთდღიანი, ორდღიანი და საბოლოოდ ამას სხვა ეფექტი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ქვეყნის ინტერესები ზიანდება. ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ პარტნიორებს, რომლებმაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ შესაძლებლობა აქვთ, გადახედონ გადაწყვეტილებებს. მინდა, დავაფიქსირო, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა დიალოგისთვის და დიალოგი პარტნიორებს შორის ურთიერთობების ერთ-ერთი გზაა. საუბარს ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

„ასეთი ქცევა არასერიოზულია. უპირველესად, ეს არის ამერიკის და ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფა“ – შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ჯო ბაიდენთან მიღებაზე ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმეს

„აშშ-მ ეს ნაბიჯი გადადგა, რათა ხელისუფლებას „ნაცმოძრაობა“ დაუბრუნდეს“ – გია ვოლსკი ჯო ბაიდენთან მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე

მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოსაწვევის გაუქმების შესახებ ცნობა თავდაპირველად „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს.

„სადმე გაგონილა, სტუმარი ჯერ დაპატიჟო და მერე კარები დაუხურო?“ – მაჭარაშვილი ჯო ბაიდენთან მიღებაზე პრემიერის მიწვევის გაუქმებაზე

კალაძე: „სულ რომ ბაიდენი ჩამოვიდეს საქართველოში და პირდაპირ ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში, ამ რადიკალურ ოპოზიციას არაფერი ეშველება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g