LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაწყვიტა მაგალითის მიცემა და წინა ხაზზე გამოსვლა, ის ამ ბრძოლის გმირად დარჩება: პრეზიდენტი მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

105
Untitled design (2)

“ძალიან უსამართლოა, როცა სიკვდილი გვართმევს ახალგაზრდა ქალს, ექთანს, რომელიც მედგრად აწარმოებდა შეუპოვარ ბრძოლას პანდემიასთან, გვართმევს სწორედ იმ დროს, როცა ვაქცინასთან ერთად ახალი იმედი გაჩნდა.” – საქართველოს პრეზიდენტი 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს.

სალომე ზურაბიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, რომ მეგი ბაქრაძემ კარგად იცოდა, ვაქცინის გარეშე, 3 683 მსხვერპლს, პანდემიის საბოლოო დამარცხებამდე, კიდევ ბევრი დაემატებოდა და რომ მან გადაწყვიტა მაგალითის მიცემა და წინა ხაზზე გამოსვლა:

“მან კარგად იცოდა, რომ ვაქცინის გარეშე, ჩვენთან არსებულ 3 683 მსხვერპლს, პანდემიის საბოლოო დამარცხებამდე, კიდევ ბევრი დაემატებოდა.

მან კარგად იცოდა, რომ ეს გზა გასავლელი ჰქონდა და ეს სიტყვებიც დაგვიტოვა: “ვაქცინაცია აუცილებელია, რომ გადავიტანოთ ეს ვირუსი და გადავრჩეთ”. თვითონ გადაწყვიტა მაგალითის მიცემა, წინა ხაზზე გამოსვლა და ის ამ ბრძოლის გმირად დარჩება. მისი მაგალითი მეტი სიფრთხილისკენ მიგვითითებს, კიდევ უფრო მეტი ზომების დაცვისკენ და არა უკან დახევისკენ.”- წერს ზურაბშვილი.

პრეზიდენტი ასევე წუხილს გამოთქვამს გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო და წერს, რომ ის იყო შეუგუებლობისა და შეუპოვარი ბრძოლის მაგალითი:

“ამ სამძიმარში მინდა გავაერთიანო ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიის მხარეს გარდაცვლილი, ბატონი დათა ვანიშვილი. ისიც იყო ჩვენთვის, ყველასთვის შეუგუებლობის და შეუპოვარი ბრძოლის მაგალითი. ის თავისი მაგალითით გვაჩვენებდა, რომ ყველა ადამიანს საკუთარი ღირსებით შეუძლია გაუმკლავდეს ყველაზე ძლიერ მტერს და არ დამარცხდეს.

გარდაიცვალა, თუმცა დაუმარცხებელი, ის საბოლოოდ მიებარება ჩვენს მიწას, საიდანაც ოკუპაციამაც ვერ გააძევა. გვაჩვენებდა, რომ იმედი ყოველთვის ცოცხლობს.

მან საქართველოს მოქალაქეობა არაფერში გაცვალა. მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს და ყველა ქართველს, ვისაც ხვალინდელი გაერთიანების სჯერა. ასეთ ადამიანებზე იდგა და დგას ჩვენი ქვეყანა. ამ ადამიანების გამო და მათი მაგალითის გათვალისწინებით, უნდა შევძლოთ და მივაღწიოთ იმ პოლიტიკურ შერიგებას და ქვეყნის დაწყნარებას, რასაც ჩვენი საზოგადოება მოელის და იმსახურებს.” – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

„ჩასასვენებელი აქედან უნდა გადააწოდონ, ამ მავთულხლართებზე გადაატარონ იქით, მეზობლებს მიაწოდონ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები