გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც უკრაინაში რუსული ჯარების მხრიდან ძალადობის ბრალდებებზე გამოძიების წარმოებას ეხება.
უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ თებერვლის ბოლოს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, ასობით ეჭვმიტანილი სამხედრო დამნაშავე გამოავლინეს. წერს Sky News.