LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაფრინდაშვილი Netflix-ის წინააღმდეგ – გადაწყვეტილებას მოსამართლე მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მოსმენის გარეშე მიიღებს

185
photo

ნონა გაფრინდაშვილის ქართველი და ამერიკელი ადვოკატები, საქმის წარმოების გაგრძელების შესახებ, მოსამართლის გადაწყვეტილებას ელიან.

მოჭადრაკის ინტერესების დამცველი ქართული იურიდიული ფირმა BLB-ის ინფორმაციით, მოსამართლე ვირჯინია ა. ფილიპსი გადაწყვეტილებას მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მოსმენის გარეშე გამოაქვეყნებს.

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი „ნეტფლიქსს“ მინისერიალ „ლაზიერის გამბიტის“ ერთ-ერთი მონაკვეთის გამო უჩივის. უფრო ზუსტად კი, სერიალში გაჟღერებულია ფრაზა, რომ ნონა გაფრინდაშვილი მამაკაც მოჭადრაკეს არასდროს დაპირისპირებია. აღსანიშნავია, რომ გარდა ამისა, გაფრინდაშვილის სარჩელი სერიალში მოჭადრაკის რუსად მოხსენიების ფაქტსაც ეხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g