24 დეკემბერს მომღერალ ანრი ჯოხაძის დედა, კომპოზიტორი, რუსუდან ჩხაიძე გარდაიცვალა.
არაერთი ცნობილი სახე გამოეხმაურა სამწუხარო ინფორმაციას, მათ შორის არის დიზაინერი, დალი ჩიტალაძეც:
„ბედნიერებაა როცა ასეთ ადამიანს შეხვდები შენი ცხოვრების განმავლობაში მართალია ჩემი საუკეთესო მეგობრის დედაა, მაგრამ ის ყველა ანრის მეგობრის დედა იყო, თავისი მზრუნველობით, საოცარი იუმორით და კეთილშობილებით დღეს გაგვიფრინდა მისი ლამაზი სული, რომელიც 2 თვეზე მეტი იბრძოდა და სიცოცხლეს ებღაუჭებოდა….. ის ამაყი დედა წავიდა ამ ქვეყნიდან, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე, კარიერა, ენერგია უძღვნა ოჯახს და შვილებს, 3 უნიჭიერესი , ლამაზი და საამაყო შვილები აჩუქა საქართველოს,…. ამ სიუჟეტში მქონდა ბედნიერება სტუმრად მყოლიდა უნიჭიერესი კომპოზიტორი, მრავალშვილიანი დედის სტატუსით, ჩემი რუსიკო მიყვარდა და მეყვარება ძალიან, მისი უშრეტი ენერგიით და სიკეთით“, – წერს დალი ჩიტალაძე.
