„დილა მშვიდობისა საქართველომ“ მოამზადა სიუჟეტი სასწრაფო დახმარების ექიმზე, რომელიც პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდზე ასობით ადამიანს დაეხმარა.
„ბრიგადები მთელი მსვლელობის გასწვრივ საკმაოდ ეფექტურად იყვნენ განაწილებულნი. გამოძახების ძირითად მიზეზს გონების დაკარგვა და მაღალი წნევა წარმოადგენდა, რაც ხანგრძლივ რიგში დგომამ გამოიწვია. რიგში ბევრი ქრონიკული პაციენტი და ხანდაზმული იდგა, რომლებიც ჯოხის დახმარებით გადაადგილდებოდნენ, თუმცა მაინც ამაყად იკავებდნენ ადგილს. როგორც კი თავს შედარებით უკეთ იგრძნობდნენ, მაშინვე გზის გაგრძელებას ცდილობდნენ.
არ მახსენდება შემთხვევა, ვინმეს რიგი დაეტოვებინა და სახლში წასულიყო. ხალხი საკუთარ მცირე მარაგს – საკვებს, ტკბილეულსა თუ ხილს მინაწილებდა, მე კი მათ ვაწვდიდი იმ პაციენტებს, რომლებსაც თან არაფერი ჰქონდათ წამოღებული“, – აღნიშნავს სასწრაფოს ექიმი სიუჟეტში.
