LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გაიმართება არაერთი აქცია, ჩავალთ ყველგან!” – ოპოზიცია 15 მაისს მასშტაბურ აქციას აანონსებს

129
ზაალ უდუმაშვილი

ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ “გაერთიანებული ოპოზიცია” ახალ სამოქმედო გეგმას აცხადებს.

ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ ზურგი შეაქცია ევროპას და უარი თქვა ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებაზე და უარი თქვა შანსზე ქვეყანას არ ყოლოდა ხელისუფლება, რომელიც არჩევნების მიტაცების გზით მოვიდა ხელისუფლებაში.”

უდუმაშვილის თქმით ოპოზიცია გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე.

“ჩავალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში. დავამტკიცებთ რომ ამ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი, ვინაიდან ჩვენს უკან არის სიმართლე”

“გაიმართება არაერთი აქცია, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში. ბოლოს შევიკრიბებით აქ, რუსთაველის გამზირზე, 15 მაისს” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები