LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გაიწირა ისევ ქალი – შავ სამუშაოებს სწორედ მათ ასრულებინებენ” – ბექა წიქარიშვილი

109

“თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი ბექა წიქარიშვილი ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღებისთვის ქალის დაკავების ფაქტს ეხმაურება.  მისი თქმით, ქალი, რომელიც ხუთი წლის ბავშვის დედაა, მხოლოდ შავ სამუშაოს ასრულებდა, მის ზევით კი მამაკაცები დგანან.

“გაიწირა ისევ ქალი, 5 წლის ბავშვის დედა. ძალიან მინდა რომ ამ საკითხით ოდესმე ვინმე დაინტერესდეს და ფართო კვლევის საგნად იქცეს, რადგან მასკულინური და პატრიარქალური სიმახინჯეების ზეგავლენით, ყოველთვის ასე ხდებოდა – ნაბიჭვარი კაცები, ვითომ დაცულობის გარანტიებს უქმნიდნენ როგორც წესი სოციალურად დაბალი ფენის ქალებს, “საყვარლებს” და შავ სამუშაოებს (ნარკოტიკთან უშუალო კონტაქტი, გადაზიდვა, დადება, მყიდველისთვის გადაცემა) სწორედ მათ ასრულებინებდნენ. საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა და სქემა გაიშიფრებოდა, ან ზევიდან ვინმეს დაჭერას მოითხოვდნენ, წირავდნენ სწორედ მათ, შავ ბიზნესთან შედარებით გროშებზე მომუშავე ქალებს. ასე მოხდა ახლაც.

შსს კმაყოფილია, ბრმა საზოგადოება დააჯერა, კმაყოფილია პრემიერიც, მერე რა რომ მთავარი მომწოდებელიც და ლობებიც ისევ სისტემაში არიან, მერე რა რომ სუბსტანცია რომელსაც ეს გოგო დებდა (დებდა და არა ასაღებდა, რადგან გამსაღებელი რეალურად ისაა ვისაც ფული ერიცხებოდა, ანუ ამ შემთხვევაში პოლიციის მუშაკი იაკობ გოგებაშვილი და ძმანი მისნი) მოსაწევი “ბიო” იყო და არა ის სუბსტანცია რომლითაც ბოლო დროს ადამიანები დაიხოცნენ, ამას ხომ ხალხი მაინც ვერ გაიგებს, მთავრია შეიქმნა ილუზია თითქოს შსს ნარკორეალიზაციას წარმატებით ებრძვის და ყველას ფეხზე ჰკიდია, რომ მთელი ეს სისაძაგლე გადატყა რეალიზაციის ყველაზე დაბალ რგოლზე, ქალზე რომელმაც სასამართლოდან დასაფიქრებლად ორი ფრაზა დაგვიტოვა “ძალიან მეშინია” და “თავს მოვიკლავ”.

ასეთ დროს მეც მეზიზღება ეს ქვეყანა”, – წერს ბექა წიქარიშვილი.

8 მაისს, ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზების საქმეზე შს სამინისტრომ, 1991 წელს დაბადებული ქალი და 1994 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა.

დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

magti 5g