LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახადე 2022 წელი განსაკუთრებული! 6 რჩევა დიდი შედეგების მისაღწევად

42
125-768x512

ახალი წელი ახალ შესაძლებლობებს ნიშნავს. 2022 წელი ნამდვილად გამორჩეული იქნება, უბრალოდ ამის მთელი გულით უნდა გჯეროდეთ, ცოტა უფრო მეტი უნდა მოინდომოთ და შედეგიც არ დააყოვნებს.

და მაინც, როგორია ფსიქოლოგების რჩევები, როგორ შევხვდეთ მომავალ 2022 წელს?

1. „მადლობა“ უფრო ხშირად თქვი
როდესაც ცხოვრების დადებით მხარეებზე კონცენტრირდებით და მადლობის სათქმელად უფრო მეტ მიზეზს პოულობთ, სამადლობელიც სულ უფრო და უფრო მეტი იქნება.
ბედნიერი ადამიანი თავის გარშემო სხვებსაც აბედნიერებს.

2. დასახე მიზნები
ახალი წლის მიზნების გარეშე დაწყება იგივეა, გზას რუკის გარეშე დაადგე. ზუსტად განსაზღვრეთ თუ რა გსურთ მომავალ წელს, სად იქნებით, რას გააკეთებთ, ჩართეთ წარმოსახვა, შემდეგ კი ყველაფერი ფურცელზე ჩამოწერეთ.

3. იყავი რეალისტი
იყავით რეალისტი, ზუსტად განსაზღვრეთ თუ რის შეცვლას შეძლებთ, შემდეგ არ აჩქარდეთ და გეგმა ეტაპობრივად შეასრულეთ.
ერთი წელი საკმაო დროა იმისთვის, რომ თქვენს იმედებს, ოცნებებსა და ამბიციებს რეალიზების საშუალება მისცეთ.

4. მოემზადე მთელი კვირისთვის კვირა საღამოს
წარმატებული წელი 52 წარმატებული კვირისგან შედგება. თუკი ყოველ კვირა დღეს არ დაგეზარებათ და მთელი კვირის გეგმას ჩამოწერთ, ბევრად უფრო პროდუქტიულები იქნებით. პროდუქტიული კვირები კი წარმატებული წლის საწინდარია.

5. იყავი პროდუქტიული
სიმართლე ისაა, რომ ერთი წელი ძალიან ბევრი დროა. კარგად დაფიქრდით, თუ რამდენად მეტის გაკეთებას შეძლებდით, თუკი ნაკლებ დროს დაკარგავდით ფუჭად და მეტად პროდუქტიულები იქნებოდით.
ახლა საუკეთესო დროა, რომ თქვენი მიდგომები შეცვალოთ და ეს მოსაზრება პრაქტიკაში განახორციელოთ.

6. დაისვენე
თუკი გსურთ, რომ 2022 წელი ნამდვილად გამორჩეული იყოს, დასვენებაც არ უნდა დაგავიწყდეთ, თანაც რეგულარული. უქმე დღე გადატვირთვას, ახალი ენერგიებით ავსებას და ბევრად მეტი შთაგონების მიღებას ნიშნავს.
უკეთესია, თუკი დასვენებასაც კარგად დაგეგმავთ, გაატარებთ მას მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან, იქნება ის აქტიური თუ პასიური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები