LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარიას გადადგომის ეფეტი: ბიზნესის გაურკვევლობის დონე უფრო გაიზრდება

88
ipiccy-image

თუ გადახვედავთ ბოლო პერიოდის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს, ბიზნესი სრულიად გაურკვეველი შეზღუდვებიდან გამომდინარე, ისედაც გაურკვევლობაშია , – ამის შესახებ ეკონომისტი პაატა ბაირახტარი აცხადებს. ის „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან გადადგომას აფასებს და ამბობს, რომ შექმნილ სიტუაციაში ბიზნესის გაურკვევლობის დონე უფრო გაიზრდება.

„ბიზნესს არავინ უხსნის თუ რატომ არის ესა თუ ის შეზღუდვა. კერძო სექტორი ამის ახსნას, შემდეგ კი ეპიდემიოლოგებთან ერთად ეკონომიკური გუნდის ჩართულობით საუბარს, ითხოვს. ამას ვერ მიაღწიეს. გუშინ რამდენიმე ბიზნესასოციაციამ, რომელიც რამდენიმე ათეულ ბიზნესს აერთიანებს, პრემიერის სახელზე გაავრცელა განცხადება, ისინი ითხოვნდნენ პრემიერთან უშუალოდ შეხვედრას იმისთვის, რათა მომხდარიყო შეზღუდვების იმ დონეზე გადახედვა, რომ ბიზნესს რეალური ფუნქციონირების საშუალება მისცემოდა. ამის ფონზე ბიზნესის გაურკვევლობის დონე გაიზრდება, რაც როგორც მინიმუმ  ქვეყანაში არსებულ ისედაც რთულ მდგომარეობას, კიდევ უფრო გაართულებს. მით უმეტეს, რომ გიორგი გახარია იყო ძალიან კარგი ბიზნესმენი თავის დროზე, შემდეგ იყო ბიზნესომბუდსმენი… ასეთ რეალობაში პრემიერის გადადგომა ბიზნესისთვის დამაიმედებელი ნამდვილად ვერ იქნება“-აცხადებს ბაირახტარი.

შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს დილით განაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები