LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახდება თუ არა ავტომობილის უკანა სავარძელზე ღვედის გამოყენება სავალდებულო – მოქალაქე პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს

89
1

მოქალაქე დავით მებაღიშვილი საკანონმდებლო ორგანოს ინიციატივით მიმართავს, რომ ავტომობილის უკანა სავარძელზე ღვედის გამოყენება სავალდებულო გახდეს.

როგორც ინიციატივის ავტორი აღნიშნავს, მძღოლისა და მის გვერდით მჯდომის მიერ ღვედის გამოუყენებლობა სამართალდარღვევათა კოდექსით აკრძალულია, თუმცა კანონი არ ვრცელდება მსუბუქი ავტომანქანის უკანა სავარძლებზე მსხდომებზე.

მოქალაქე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკანა სავარძელზე ღვედის გამოყენება სავალდებულო იქნებოდა, მრავალი მგზავრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნება შესაძლებელი იქნებოდა.

დავით მებაღიშვილის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების განხილვა პარლამენტის ბიურომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაავალა.

შეგახსენებთ, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მძღოლისა და მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ, უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა იწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g