LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახსენით „საქართველოს ბანკის“ პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50% – „საქართველოს ბანკისა“ და Mastercard-ის Cashback აქცია

124
bog (31)

„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით,  მათ საჭიროებებზე მორგებულ სიახლეებს მუდმივად სთავაზობს. ამჯერად ბანკი ბიზნესებს, 1 ივნისიდან Cashback აქციაში ჩართვას სთავაზობს, რაც ელ. კომერციაში ბიზნესსაჭიროებებისთვის ნებისმიერ ვალუტაში დახარჯული თანხის 50%-ის უკან დაბრუნებას გულისხმობს.

ონლაინ ანგარიშის გახსნისა და Mastercard-ის ბიზნესბარათის აღების შემდეგ, ბარათით გადახდისას ელ. კომერციაში ბიზნესმომხმარებელი 1 თვის განმავლობაში, ნებისმიერი ვალუტით (ევრო, დოლარი, ლირა, ლარი…) ონლაინ გადახდისას დახარჯული თანხის 50%-ს დაიბრუნებს, რაც მაქსიმუმ 500 ლარს შეადგენს.

იმისათვის რომ მომხმარებელი Cashback-ის აქციაში ჩაერთოს, საჭიროა საქართველოს ბანკის პირველი ბიზნეს ანგარიშის ონლაინ გახსნა bonline.ge– ზე და Mastercard-ის ბიზნეს ბარათის (ციფრული ან ფიზიკური) შეკვეთა.

აღნიშნული ქეშბექი ვრცელდება ნებისმიერ ონლაინ გადახდაზე. მაგალითად, ონლაინ შოპინგი, მარკეტინგული ხარჯები, მიტანის სერვისი, ტაქსით სარგებლობა.

„საქართველოს ბანკი ბიზნესს აქტიურად უჭერს მხარს და ბიზნესმომხმარებლებს მათ ინტერესებსა  და საჭიროებებზე მორგებულ შეთავაზებებს უკეთებს. ამ მიზნით, ბანკი Mastercard-თან ერთად Cashback აქციას დღეიდან იწყებს. მომხმარებელს, რომელიც ონლაინ გახსნის ანგარიშს და შეუკვეთავს მასტერქარდის ბარათს, შესაძლებლობა აქვს დახარჯული თანხის 50% დაიბრუნოს. გამოთავისუფლებული თანხა კი კვლავ საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმაროს. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, გაუმჯობესებული პროცესებითა თუ სერვისებით, ჩვენს მომხმარებლებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ და ბიზნესს განვითარებისა და გაძლიერებისთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მივცეთ“, – აღნიშნავს ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მაია გორგილაძე.

Cashback-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია აღნიშნულ ბმულზე: https://go.bog.ge/3OPWI2r

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g