„გაკვირვებული ვარ ჩვენი კოლეგების სიჩქარით. ვფიქრობ, ბევრად უფრო კორექტული და კარგი იქნებოდა, თუ ეს კონსულტაციების შედეგად მოხდებოდა, უბრალოდ ერთი სართულით მაღლა იყო ასასვლელი პარტიის ოფისში“, – აღნიშნულის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა, რითაც პოლიტიკური საბჭოს გამართვის თარიღზე თანაგუნდელების მოწოდებას გამოეხმაურა.
როგორც კობა ნაყოფიამ საჯარო ვიდეომიმართვაში განაცხადა, კოლეგებთან შეიძლებოდა საუბრის გამართვა და შესაბამისად, თარიღზე ერთიანი შეთანხმება.
„მიხეილ სააკაშვილი არ ერევა პარტიის შიდა საქმეებში, ნეიტრალური პოზიცია აქვს. შემიძლია გითხრათ, რომ პარტიაში დანიშნული არჩევნები მისი აზრითაც უდროო იყო“ - აცხადებს კობა ნაყოფია.
ნაყოფია მელიაზე: არ მიმაჩნია, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი თავი ამოწურა, ჩემი პოზიცია თუ გაინტერესებთ, დიახ, მელიას მხარდამჭერი ვარ
„უკრაინაში დიდი თუ პატარა, განსაკუთრებით კი პოლიტიკური ელიტა დაინტერესებულია საქართველოსთან მიმართებაში ერთი მთავარი საკითხით, ეს არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. გაკვირვებული ვარ, ჩვენი კოლეგების სიჩქარით.
მოგეხსენებათ, რომ დღეს გაიმართა ბრიფინგი ჩვენი კოლეგისა და თანამებრძოლის იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა ჩაინიშნოს პოლიტსაბჭოს სხდომა.
ვფიქრობ, ბევრად უფრო კორექტული და კარგი იქნებოდა, თუ ეს კონსულტაციების შედეგად მოხდებოდა, უბრალოდ ერთი სართულით მაღლა იყო ასასვლელი პარტიის ოფისში, კოლეგებთან შეიძლებოდა საუბრის გამართვა, რომ ერთიანად შეთანხმებულიყვნენ თარიღზე.
ყველაზე მარტივი იქნებოდა ტელეფონის ზარი. მე, როგორც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაინიშნოს 2022 წლის 11 დეკემბერს, 15:00 საათზე“, – განაცხადა ნაყოფიამ..“– განაცხადა კობა ნაყოფიამ.