LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გალამაზებული სახე და ხელოვნური სამკერდე კუნთი? – ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის ვიდეო ვირუსულად ვრცელდება

211
page

„პარიზის მოდის კვირეულის“ ფარგლებში გამართულ, ვირჯილ აბლოს ჩვენებას, „ამაზონის“ დამფუძნებელი, მილიარდერი, ჯეფ ბეზოსი მეუღლესთან, ლორენ სანჩესთან ერთად დაესწრო.

ამ დღეს ლორენმა არჩევანი „ჯონ გალიანოს“ 1995 წლის საარქივო მოდელზე შეაჩერა. ეს გახლდათ ნაცრისფერი, ელეგანტურ ორეული. ბეზოსსაც ამავე ფერებში გადაწყვეტილი „ლუქი“ ეცვა.

ერთი შეხედვით ყველაფერი ჩვეულებრივად გამოიყურებოდა, თუმცა ვიდეოს გავრცელების შემდეგ, მედიაში დიდი მითქმა-მოთქმა ატყდა. საუბარია ჯეფ ბეზოსის შეცვლილ ვიზუალზე. უკვე რამდენიმე თვეა არ წყდება საუბარი იმის შესახებ, რომ 61 წლის ჯეფმა სახეზე გარკვეულ ინექციურ ჩარევას მიმართა. მეტიც, კომენტარებში წერენ, რომ მას სამოსის შიგნით ხელოვნური სამკერდე კუნთი აქვს ჩადებული, რათა უფრო ახოვნად და ათლეტურად გამოჩნდეს.

„ამ ქალისთვის ყველაფერს გააკეთებს“, „სახეზე შეხედეთ, აშკარად რაღაც გაიკეთა სახეზე“, „მკერდში ხელოვნური კუნთი ჩაიდგა?“, – არ წყდება კომენტარები.

„შეხედეთ ჯეფის სახეს“ – საყვარელი ქალისთვის გაახალგაზრდავებული – ლორენ სანჩესმა ჯეფ ბეზოსს პლასტიკური ოპერაცია გააკეთებინა

ჯეფ ბეზოსი შეპყრობილია მეუღლით და სურს, ლორენ სანჩესმა „ბონდის გოგონას“ როლი შეასრულოს

ვიდეო: „ჭკუიდან შეშალა და თინეიჯერობა დაუბრუნა!“ – 55 წლის ლორენ სანჩესისა და 61 წლის ჯეფ ბეზოსის თავდავიწყება იბიცას კლუბში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები