LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამართული მასშტაბური აქცია, ამ კანონის მხარდაჭერის სახალხო რეფერენდუმი იყო“ – პაპუაშვილის განცხადებით, 17 მაისის ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დაწესება, უქმე დღედ გამოცხადდება და შესაბამის კანონმდებლობაში აისახება

125
ოჯახის სიწმინდის დღე

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში, როგორც ძირითად კანონში, ისე შრომის კოდექსში, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დაწესდება“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ კანონპროექტს პირველი მოსმენით მიმდინარე საგაზაფხულო სესიის განმავლობაში განიხილავენ და პირველი მოსმენით მიიღებენ:

„დღეს საპარლამენტო უმრავლესობა აინიცირებს კანონების პაკეტს – „ოჯახურ ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც შედგება ერთი ძირითადი კანონპროექტისგან – „ოჯახურ ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და 18 გამომდინარე კანონპროექტისა, რომელშიც ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონში, სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში.

მიმდინარე საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ამ კანონპროექტს განვიხილავთ პირველი მოსმენით და მივიღებთ პირველი მოსმენით. ხოლო საშემოდგომო სესიაზე მეორე და მესამე მოსმენით იქნება მიღებული ეს პაკეტი. არის საკმარისი დრო, ვისაც სურს, იყოს მონაწილე დისკუსიისა, გახდეს ამ დისკუსიის მონაწილე.

„აიკრძალება სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ოპერაციის ჩატარება… დაუშვებელი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლგბტ პროპაგანდის წარმოება“ – „ოცნებამ“ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კანონების პაკეტი დააინიცირა

„ჩვენ გვესმის სხვადასხვა საუბარი, რომ ქორწინების ალტერნატიული ფორმები იქნას შემოღებული საქართველოში, ამიტომ კანონით დაუშვებელი იქნება, რომ ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება, რომელიც საქართველოს  კანონმდებლობით ქორწინებით დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება. ანუ არ იქნება კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ძირითად კანონში, ისევე როგორც შრომის კოდექსში 17 მაისი დაწესდება ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ, როგორც ეს 10 წელია, აღინიშნება და გამოცხადდება უქმე დღედ.

მინდა, ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ როგორც საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში ჩვენ ვნახეთ სრული მხარდაჭერა მოქალაქეების მხრიდან, ასევე 17 მაისს გამართული მასშტაბური აქციამ ფაქტობრივად იყო სახალხო რეფერენდუმი ამ კანონის მხარდაჭერისა.

აქედან გამომდინარე პარლამენტის ვალდებულებაა, რომ შეასრულოს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება“. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები