LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოძიებას მოვუწოდებ, გამოკითხოს ელისო კილაძე – მიხეილ რამიშვილი

421
DSC-0816-e1544530321301

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტი ელისო კილაძე გამოკითხონ.

„როდესაც ელისო კილაძე პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ ვიღაც დაუკავშირდა და ინფორმაცია მიაწოდა თამუნასთან ან ვებგვერდებთან დაკავშირებით, მოვუწოდებ გამოძიებას, გამოკითხოს ელისო კილაძე, იქნებ რა ინფორმაციას ფლობს ეს ადამიანი. ყველაფერი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იყოს“, – განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

 

წყარო: ipn

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები