LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოკითხულთა 81%-სთვის მისაღებია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს – NDI

95

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. გამოკითხვის თანახმად, რესპოდენტთა 81%-სთვის მისაღებია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. 12% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მიუღებლად მოიჩნევს, 6%-მა კი კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, განაცხადა, რომ არ იცის.

ბოლო გამოკითხვასთან შედარებით, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვი გაზრდილია. კვლევის მიხედვით, რესპოდენტთა 75%-სთვის მისაღებია, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს. წინა კვლევის მიხედვით, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვი 60%-ზე ოდნავ მეტი იყო.

საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მიუღებლად გამოკითხულთა 17% მიიჩნევს, 8%-ს კი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თაობაზე პოზიცია არ გააჩნია.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 23 ივნისიდან 8 ივლისის პერიოდში ჩატარდა, 2 409 დასრულებული ინტერვიუს სახით. კვლევის ცდომილების ზღვარი ±1,9%-ია.
კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g