LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამორიცხულია, მსგავსი უსამართლო დოკუმენტი მიღებული არ იქნება“ – ვოლსკი უილსონის შესწორების წინადადებაზე

107
ჯო უილსონი, გია ვოლსკი (1)

„საქართველოს დაზიანება და „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში მოყვანა არის [ჯო უილსონის] მიზანი – სწორედ იმ „ნაცმოძრაობისა“, რომელიც სულ ახლახან უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა რესპუბლიკელების ლიდერს, დონალდ ტრამპს“, – ამის შესახებ უმრავლესობის წარმომადგენელმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორების წინადადების წარდგენას გამოეხმაურა.

ალეკო ელისაშვილი: ჯო უილსონი არის ოქროს კაცი, საქართველოში რომ ჩამოვა, ხარი უნდა დავუკლა – „ქართულ ოცნებაში“ გულზე რომ სკდებიან, ძალიან კარგია

ელისაშვილის თქმით, ჯო უილსონი საქართველოს მეგობარია და „გულზე რომ სკდებიან „ქართულ ოცნებაში“, ესეც კარგია“.

მისი თქმით, „ჯო უილსონს აქვს ერთი აზრი და მიზანი, რომ „ნაცმოძრაობას” ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმაროს“:

„ჯო უილსონს აქვს ერთი აზრი და მიზანი, რომ „ნაცმოძრაობას” ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმაროს. ეს დიდი ხანია გრძელდება მიუხედავად იმისა რომ “ნაცმოძრაობის” მთელმა ლიდერებმა – სააკაშვილმა, გვარამიამ, ყველამ ლანძღა ტრამპი და მიწასთან გაასწორა. ამის მიუხედავად ჯო უილსონთან თანამშრომლობა არ შეწყვეტილა, ახალ ვითარებაში განახლდა. საქართველოს დაზიანება და „ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში მოყვანა არის მიზანი – სწორედ იმ „ნაცმოძრაობისა”, რომელიც სულ ახლახან უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა რესპუბლიკელების ლიდერს, დონალდ ტრამპს. იგივე პროცესი მიმდინარეობს ბრიუსელში, სადაც წასული არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ როგორმე იქიდან მეტი კრიტიკა წამოვიდეს იმისთვის, რომ მეტი ხალხი გამოვიდეს [აქციაზე] და როგორმე სისხლისღვრა მოხდეს. ნებისმიერი ახალი რეზოლუცია, წინადადებები და მოსაზრებები, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ცნონ და ა.შ მიმართულია ერთი მთავარი მიზნისკენ – საქართველოში უნდა მოვიდეს მარიონეტული ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ომისკენ წაათრევს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, „მსგავსი უსამართლო დოკუმენტი მიღებული არ იქნება”.

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი ჩინეთში ხორციელდება, სადაც ის სანქცირებულ ბელარუსელ კოლეგას ხვდება – ამაზე უკეთესი დემონსტრირება რა არის

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის პოსტს ეხმაურება, სადაც ის „ქართული ოცნების“ მთავრობას აკრიტიკებს

„რომც იყოს რაღაც ჯგუფში მიღებული და აღიარებული – ამას შემდგომი რეალიზება არ ექნება. ვინაიდან მსოფლიოში კონიექტურა იცვლება. ეს კონიექტურა, ახლა მორგებულია იმაზე, რასაც „ნაცმოძრაობა” „ჩალიჩობს“, ომის გაგრძელებაზე – ჩვენ ორიენტირებული ვართ სამშვიდობო პროცესების განვითარებაზე, სადაც რასაკვირველია საქართველო შვებით ამოისუნთქავს თავისი მცირე რესურსებით”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ამერიკელმა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ჯო უილსონმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორების წინადადება წარადგინა.

ჯო უილსონი: „ჩემი „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორება მიიღეს სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ჩართვის მიზნით“

შესწორების ტექსტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის არცერთმა თანამდებობის პირმა არ უნდა განახორციელოს რაიმე ქმედება, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობის აღიარებისკენ არის მიმართული.

Dio magti 5g