LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამსახურდიას, ისევე როგორც მერაბ კოსტავას სახელები ქვეყნის დამოუკიდებლობას უკავშირდება – გახარია

195
gaxaria-5

ჩემთვის პირადად, ზვიად გამსახურდიას, ისევე როგორც მერაბ კოსტავას სახელები უკვაშირდება ეროვნულ გამანთავისუფლებელ მოძრაობას, შემდეგ უკვე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ზუგდიდში ყოფნისას განაცხდა.

მინისტრი ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის მშენებარე ტაძარში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით პანაშვიდს დაესწრო.

„ბევრი ქართველისთვის, ისევე როგორც თითოეული ადამიანისთვის საკმაოდ ემოციურია ეს ყველაფერი. ჩემთვის პირადად ზვიად გამსახურდიას, ისევე როგორც მერაბ კოსტავას სახელები უკვაშირდება ეროვნულ გამანთავისუფლებელ მოძრაობას, შემდეგ უკვე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და რა თქმა უნდა, პირველ პრეზიდენტს. უაღრესად დიდი ვალდებულება გვაქვს თითეულ ჩვენგანს, რომ ეს უდიდესი მიღწევა, მეოცე საუკუნის დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრიობა და პირველი პრეზიდენტი დიდი პატივსიცემით და ღირსებით მოვიხსენიოთ. მე ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ გაამყარებს ჩვნეს სახელმწიფოებრიობას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g