დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იანვარში კორონავირუსის რეინფიცირების 57 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.
გეგმავს თუ არა საკოორდინაციო საბჭო შეზღუდვებს – გამყრელიძის განმარტება
“„ომიკრონის“ ცირკულაცია გაიზარდა. ის 14% იყო რეინფიცირებისა იმ 1800 ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში, სადაც სეკვენირება ჩატარდა და ომიკრონ-სპეციფიკური ტესტები იყო გამოყენებული. აბსოლუტურ რიცხვში დაითვალეს ჩვენებმა და სადღაც, არ მინდა შემეშალოს, მაგრამ 50 ათასზე მეტი, თუ არ ვცდები, 57 ათასამდე რეინფიცირების შემთხვევა იყო იანვარში.
„ომიკრონის“ ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება გახლავთ სწორედ ის, რომ ის ძველ შტამებს გვერდს უვლის და რეინფიცირება მაღალია”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში კოვიდინფიცირების 19 098 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
